Friday, June 22, 2018

მე-9 დღე

                                                          რეფლექსია

დღეს შევაჯამეთ და საბოლოო სახე მივეცით ჩვენ 8 დღის სამუშაოს.ვისწავლეთ ბლოგზე ამომწურავი მუშაობა,დავასრულეთ პორტფოლიო, შევასწორეთ მოვიყვანეთ სისრულეში,ავტვირთეთ და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.შევქმენით დამატებითი "ფეიჯები".გავაკეთეთ ჩვენი პროექტის პრეზენტაცია.დღევანდელი დღე და ზოგადად ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი და შემეცნებითი იყო.აქ ნასწავლი ინფორმაცია დამეხმარება ჩემ შემდგომ საქმიანობაში.
   განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ ტრენერს ქალბატონ მარიკა ჩიტაძეს მოთმინებისთვის,გულისხმიერებისთვის,იმ ძალისხმევისთვის რაც ჩვენ დატრენინგებას მოანდომა.
პროექტის პორტფოლიო

Wednesday, June 20, 2018

მე-8 დღე

დღევანდელი დღე ძალზე ნაყოფიერი და პროდუქტიული იყო. დღეს შევქმენით დოკუმენტები, პრეზენტაციები და ვებ რესურსები.შევისწავლეთ აგრეთვე თუ როგორ უნდა შევქმნათ სასწავლო გარემო პროექტებზე დაფუძნებული სწავლების წარმართვისას. ასევე გვქონდა მსჯელობა თუ როგორ გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ჩვენი პროდუქტიულობის  და სწავლების პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.

Sunday, June 17, 2018

მე-7 დღე

                                                             რეფლექსია

დღეს არის ჩვენი ტრენინგის მეშვიდე დღე,ერთმანეთს გავუზიარეთ სავარაუდო ნაშრომი,მივიღეთ რჩევები,უკუკავშირი,შეფასების რუბრიკები,ვიმსჯელეთ როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლეების თვითრეგულირებად სწავლას.მოვძებნეთ დიფერენცირებული სწავლების გზები.დღევანდელი დღე იყო ძალიან საინტერესო და დატვირთული .


Saturday, June 16, 2018

მე-6 დღე

რეფლექსია დღეს არის ჩვენი ტრენინგის მეექვსე დღე,განვიხილეთ მე-5 მოდულის შეფასებები.მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...მეტად საინტერესო და დატვირთული დღე იყო.

Sunday, June 10, 2018

მე-5 დღე

    მე-5 დღე

                                                                რეფლექსია

დღეს არის ჩვენი ტრენინგის მე-5 დღე,დღეს განვიხილეთ მესამე-მეოთხე მოდულის აქტივობები,შევისწავლეთ პრეზენტაციის ჩაშენება ბლოგზე.გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის წესებს,შევაფასეთ კოლეგის პროექტის პრეზენტაცია.დღევანდელი დრე იყო ძალიან დატვირთული და აქტიური.
                                                           

Saturday, June 9, 2018

                                                             მე-4 დღე

 დღეს არის ჩვენი ტრენინგის მეოთხე დღე.დღევანდელი დღე იყო დატვირთული ახალი და შემეცნებითი ინფორმაციით. დღეს შევისწავლეთ მე-2 მოდული. განვიხილეთ და ვიმუშავეთ შეფასების მეთოდებზე  და სტრატეგიებზე.
შეფასების განსაზღვრა მოსწავლეთა საჭიროებების დასადგენად.
სასწავლო პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციების შექმნა.

მე-3 დღე

                                                          რეფლექსია



      დღეს განვიხილეთ ინტელის პროექტებით სწავლების მეორე მოდული : ბლუმის ტაქსონომიის სიტყვები, 21-ე საუკუნის სიტყვები,მიმართულების მიმცემი კითხვები,მაგალითები.

Sunday, June 3, 2018

პირველი დღე

                                                           რეფლექსია


        ამ დღის განმავლობაში შევისწავლეთ ინტელის პროექტებით სწავლების პირველი მოდული.განვიხილეთ : 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები,პორტფოლიოს ჩეკლისტი.

მე-9 დღე

                                                          რეფლექსია დღეს შევაჯამეთ და საბოლოო სახე მივეცით ჩვენ 8 დღის სამუშაოს.ვისწავლეთ ...